წყალდიდობის გამო ქალაქი იალტა შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს
სტიქია ყირიმში – წყალდიდობის გამო ქალაქი იალტა შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ იალტაში ხანგრძლივი და ძლიერი წვიმების შემდეგ, მდინარე ვოდოპადნაია ადიდდა და ქალაქში შევარდა. სინოპტიკოსები დღის განმავლობაში ძლიერი წვიმის გაგრძელებას პროგნოზირებენ და ამბობენ, რომ არის ღვარცოფის საშიშროება.
ძლიერი წვიმის შედეგად ასევე დაიტბორა ქალაქი ქერჩი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოქალაქეების სახლებში წყლის დონემ ნახევარ მეტრს გადააჭარბა.