პარიზში, წყალდიდობის გამო, ლუვრის ნაწილი დახურეს.
ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მდინარე სენას ნაპირებიდან გადმოსვლის გამო, მუზეუმის გარკვეული ნაწილი ნამუშევრების დაცვის მიზნით, დროებით დამთვალიერებლებს არ მიიღებს.
კერძოდ, საუბარია ისლამური კულტურის გალერეებზე.
პრევენციული ზომები კვირის ჩათვლით იქნება ძალაში.
სენაში წყლის დონემ ბოლო რამდენიმე დღეში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
შედეგად მდინარეზე ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა.
მდინარის გასწვრივ შეფერხებული იყო საზოგადოებრვი ტრანსპორტის და მანქანების გადაადგილებაც.
საფრანგეთის დედაქალაქის ზოგიერთი რაიონი დაიტბორა კიდეც.
მეტეოროლოგების თქმით, უახლოეს დღეებში მდინარეში წყლის დონე კიდევ მოიმატებს.