ლუვრის მუზეუმი ვიზიტორებს 6 ივლისიდან მიიღებს
ლუვრის მუზეუმი ვიზიტორებს 6 ივლისიდან მიიღებს

პარიზში ლუვრის მუზეუმი 6 ივლისიდან გაიხსნება. „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელიც მუზეუმის ვებგვერდზე განთავსდა.

აღნიშნული განცხადების თანახმად, მუზეუმში ინერგება ახალი სისტემა, რომელიც ვიზიტორების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მუზეუმის განცხადებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ზომები დაცული იქნება და ვიზიტორებს ბილეთის დაჯავშნა წინასწარ მოუწევთ.

„ვერაფერი შეედრება ხელოვნების ნიმუშთან რეალური შეხვედრის ემოციას, რაც არის მუზეუმების არსებობის მიზეზი“, – ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის მთავრობის დადგენილებით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში, ქვეყანაში მუზეუმები და ძეგლები 2 ივნისიდან გაიხსნება.