ძლიერი წვიმის შედეგად, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ მიწისქვეშა ავტოსადგომი დაიტბორა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველების დახმარებით, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა.
ადგილზე მობილიზებულია ერთი სამაშველო ჯგუფი.
არსებული ინფორმაციით, წვიმის შედეგად, წყალი სავაჭრო ცენტრის რამდენიმე მაღაზიაშიც ჩავიდა.