წვიმის შედეგად, „გალერია თბილისის“ მიწისქვეშა ავტოსადგომი დაიტბორა
წვიმის შედეგად, „გალერია თბილისის“ მიწისქვეშა ავტოსადგომი დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ მიწისქვეშა ავტოსადგომი დაიტბორა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველების დახმარებით, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა.

ადგილზე მობილიზებულია ერთი სამაშველო ჯგუფი.

არსებული ინფორმაციით, წვიმის შედეგად, წყალი სავაჭრო ცენტრის რამდენიმე მაღაზიაშიც ჩავიდა.