წვეულების გამართვის გამო, დიდ ბრიტანეთში 40 სტუდენტი დააჯარიმეს
წვეულების გამართვის გამო, დიდ ბრიტანეთში 40 სტუდენტი დააჯარიმეს

წვეულების გამართვის გამო, დიდ ბრიტანეთში 40 სტუდენტი დააჯარიმეს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

სტუდენტებმა ნოტინჰემშირში, სტუდენტურ საცხოვრებელში წვეულება მოაწყეს. პოლიცია ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც მონაწილეებმა წვეულების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

„გარდიანის“ ინფორმაციით, მათ 200 ფუნტი სტერლინგით დააჯარიმებენ, ხოლო წვეულების ორგანიზატორებს პოლიცია 10 000 ფუნტი სტერლინგით იმ კანონის დარღვევისთვის დააჯარიმებს, რომელიც დახურულ სივრცეში 30 ადამიანზე მეტის შეკრებას კრძალავს.