worknet.gov.ge-ზე დარეგისტირებული პირების პროფესიული გადამზადების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
საქართველოს მთავრობამ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის ბიუჯეტი 2 090 000 ლარია. საქართველოს მთავრობის დადგენილება ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის სამიზნე ჯგუფი შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები არიან. საუბარია პირებზე, რომლებიც worknet.gov.ge-ზე სამუშაოს მაძიებლად არიან რეგისტრირებულნი.
პროგრამას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს.