წმინდა სინოდი - ილია მეორემ სასწავლებლებში ბავშვთა ადრეულ ასაკში ღრმა-ფილოსოფიური აზროვნების განსავითარებლად სათანადო სწავლების აუცილებლობაზე ისაუბრა
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორემ წმინდა სინოდის სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა სასწავლებლებში ბავშვთა ადრეულ ასაკში ღრმა-ფილოსოფიური აზროვნების განსავითარებლად და ლოგიკური მოქმედებების უნარ-ჩვევების სწავლების შესაძენად სათანადო სწავლების აუცილებლობაზე.
როგორც სინოდის სხდომის ოქმშია ნათქვამი, სინოდის კრებამ მოიწონა და აღნიშნა, რომ დიდი ხანია ამ საკითხზე მიმდინარეობს საუბრები და რომ სასწავლებლებში დროულად დასაწყებია მსგავსი მიდგომების დანერგვა.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა სასწავლებლებში ბავშვთა ადრეულ ასაკში ღრმა-ფილოსოფიური აზროვნების განსავითარებლად და ლოგიკური მოქმედებების უნარ-ჩვევების სწავლების შესაძენად სათანადო სწავლების აუცილებლობაზე. საკითხთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიტყვა მისცა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს გრიგოლს.
თემის გარშემო აზრი გამოთქვეს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ და სხვებმა.
სინოდის კრებამ მოიწონა და აღნიშნა, რომ დიდი ხანია ამ საკითხზე მიმდინარეობს საუბრები და რომ სასწავლებლებში დროულად დასაწყებია მსგავსი მიდგომების დანერგვა. ასევე, შესაბამისი სერთიფიკატების გაცემა და სასწავლო პროგრამების დამუშავება საპატრიარქოს განათლების ცენტრთან ერთად და რაც მთავარია, სულიერების ამაღლება, რადგან სულიერი ცოდნა დაგვიცავს გონებისა და გულის ამპარტავნებისაგან“,-აღნიშნულია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.