პეტრე ცაავა - პატრიარქმა მითხრა, რომ მონასტერში უნდა წავსულიყავი სინანულისთვის
პეტრე ცაავა - პატრიარქმა მითხრა, რომ მონასტერში უნდა წავსულიყავი სინანულისთვის

პატრიარქს ვუთხარი, რომ თქვენ ხართ მამა და უპირობო კერპს ქმნიან თქვენგან, მაგრამ მე ჯერ მიყვარს უფალი იესო ქრისტე, მისი სიმართლე, სამშობლო, საქართველო და შემდეგ თქვენ, როგორც მაღალი იერარქი, ღმერთზე და სამშობლოზე წინ ვერ დაგაყენებთ,- ამის შესახებ ჭყონდიდის უკვე ყოფილმა  მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ განაცხადა.

ამასთან, პეტრე ცაავას თქმით, პატრიარქმა უთხრა, რომ მონასტერში წასულიყო სინანულისთვის.

„განგიმარტავთ პიდარასტიის ტერმინს, ახალგაზრდა ჭაბუკის გამხრწნელობა, ეს არის პიდარასტია, საეკლესიო ტერმინი, სხვას ვერაფერს დავარქმევ. სხვა როგორ უნდა უთხრა სიმართლე, ეს არის ამ ტერმინის სრული, შინაარსობრივი მნიშვნელობა. თუ ვინმე ბრკოლდება, მე ვითხოვ შენდობას და პატიებას, არ მოვერიდები, მაგრამ მე ვარქმევ თავის სახელს, როგორც არის სინამდვილეში. მე ვუთხარი პატრიარქს, მომეცით უფლება, გარანტი იყავით სჯულის კანონისა. პატრიარქმა მითხრა, რომ მონასტერში უნდა წავიდე სინანულისთვის, მაგრამ მე ვუთხარი, რომ თქვენ იღებთ უსამართლო გადაწყვეტილებას, არ ხართ გარანტი სჯულის კანონისა, თუ მე სჯულის კანონს ვარღვევ, მაშინ მითხარით. ვითხოვ ჩემი ბრალდების დამტკიცებას.  ვუთხარი პატრიარქს – მომეცით დრო ხვალ ორ საათამდე, მოვიყვან მოწმეებს სინოდის სხდომაზე, რომლებიც იტყვიან და დამტკიცდება ჩემი ბრალდება, თქვენ არ მაძლევთ ამის საშუალებას. შევთხოვ უფალას, რომ დაწყებული პროცესი დაჩქარდეს, ეკლესიის გაჯანსაღების პროცესი არის შეუქცევადი. დღესაც შევახსენე სინოდის სხდომაზე, თქვენ რომ პროკურატურას ნდობა გამოუცხადეთ, ის პროკურატურა მამაოს სთხოვდა ეღიარებინა, რომ პატრიარქის ძმიშვილი, ანუ მეუფე დიმიტრი, სოსო ოხანაშვილთან ერთად,  ავალებდა პატრიარქის მკვლელობას, ეს ერთი და მეორე, როდესაც პროკურორები ამბობდნენ, რომ დუმილის უფლება აირჩია და არაფერს ამბობსო, პროკურორები ეკითხებოდნენ მას, გვითხარი, ვინ ვისთან არის სოდომური ცოდვით დაცემული საპატრიარქოშიო. ციანიდზე კი არ უსვამდნენ შეკითხვვბს, აი, ამ უმსგავსობაზე ეკითხებოდნენ“ , -განაცხადა პეტრე ცაავამ.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა წმინდა სინოდმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა.

„პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის ცოდვის მხილება. ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.