„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის“ საზოგადოებაში აცხადებენ, რომ წყალდიდობის კუთხით რაც ევროპაში ხდება, ხშირი მოვლენა იქნება, თუ მეტი ინვესტიცია არ განხორციელდება ადაპტაციის კუთხით
„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის“ საზოგადოების საერთაშორისო ფედერაციაში აცხადებენ, რომ ის, რაც ახლა წყალდიდობის კუთხით ევროპაში ხდება, მალე ხშირი მოვლენა გახდება, თუ ადამიანები მეტ ინვესტიციას არ განახორციელებენ ადაპტაციის კუთხით.
„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის“ საზოგადოების საერთაშორისო ფედერაციის ჯანმრთელობის, კატასტროფების, კლიმატისა და კრიზისების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ანდრეას ფონ ვაისენბერგი აცხადებს, რომ წყალდიდობა, რომელსაც ახლა „ისტორიულს“ უწოდებენ, მალე გახდება ხშირი ან თუნდაც ყოველწლიური მოვლენა.
„გლობალურად ადაპტაციის დაფინანსება ჯერ კიდევ ჩამორჩება. ჩვენ ვერ ვაღწევთ მიზნებს. კლიმატის დაფინანსების მეტი ნაწილი მიდის შერბილებაზე, ჩვენ კი ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ ადაპტაციის კუთხით“, – განაცხადა ანდრეას ფონ ვაისენბერგმა.
ცენტრალური ევროპის ქვეყნებში წყალდიდობაა, ბოლო სტიქიური მოვლენების შედეგად კონტინენტზე 21 ადამიანია დაღუპული.