„წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის“ ცნობით, ღაზის ქალაქ ალ-კუდსის ჰოსპიტალში მდგომარეობა „კონტროლიდანაა გამოსული“
„წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის“ ცნობით, ღაზის ქალაქ ალ-კუდსის ჰოსპიტალში მდგომარეობა „კონტროლიდანაა გამოსული“

„წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის“ ცნობით, ღაზის ქალაქ ალ-კუდსის ჰოსპიტალში მდგომარეობა „კონტროლიდანაა გამოსული“. ამის შესახებ „ბიბისი“ ორგანიზაციის სპიკერზე, ტომასო დელა ლონგაზე დაყრდნობით წერს.

„საავადმყოფო სავსეა პაციენტებით, დაშავებულებითა და 10 000-ზე მეტი ადამიანით, რომლებიც თავშესაფარს ეძებდნენ საავადმყოფოში, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი“,- აცხადებს ორგანიზაციის სპიკერი.

დელა ლონგამ აღნიშნა, რომ საავადმყოფოში არიან ინკუბატორებში მყოფი ჩვილებიც, რომლებსაც ჟანგბადი სჭირდებათ.

ამასთან, სპიკერმა განმარტა, რომ „წითელი ჯვარი“ „ღრმად შეშფოთებულია“ ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან ევაკუაციის მოწოდების გამო.

„ამ ვითარებაში პაციენტების ევაკუაციის საშუალება არ არსებობს“,- განაცხადა დელა ლონგამ. მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოში რესურსები შეზღუდულია და მალე ამოიწურება.