წითელი ჯვრის საზოგადოებამ მესტიის მუნციპალიტეტის მოსახლეობას სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცა
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი მესტიის მუნიციპალიტეტში ჩავიდა. შეხვედრა წითელი ჯვრის საზოგადოების მესტიის ფილიალის თანამშრომლებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შედგა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ადგილზე გაეცნო კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს.
წითელი ჯვრის საზოგადოებამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 672 სასურსათო და 672 ჰიგიენური ამანათები გადასცა.
წითელმა ჯვარმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ამანათები ლენჯერის თემში ყველა ოჯახს გადასცა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტის, ნათია ლოლაძის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში სასურსათო და ჰიგიენური ამანათები 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებსაც დაურიგდებათ.
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მესტიის მუნიციპალიტეტში ჩამოიტანა 670 ოჯახისთვის სურსათისა და ჰიგიენური ამანათები. ლენჯერში უკვე სრულად დარიგდა აღნიშნული ამანათები. ეს დახმარება ჩვენ შევძელით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და წითელი ჯვრის ფედერაციის მხარდაჭერით. ასევე გაგრძელდება მესტიის მუნიციპალიტეტში და დარიგდება 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებზე. საქართველოს მასშტაბით უკვე შევძელით, 100 000-ზე მეტი ამანათი დაგვერიგებინა ჩვენი მოხალისეების დახმარებით“, – განაცხადა ნათია ლოლაძემ.