წითელი ჯვარი „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი 24 მძევლის გათავისუფლებას ადასტურებს, ორგანიზაციამ მათი ღაზიდან ეგვიპტის საზღვრამდე ტრანსპორტირება უზრუნველყო
წითელი ჯვარი „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი 24 მძევლის გათავისუფლებას ადასტურებს.
საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ მძევლების ღაზიდან ეგვიპტის საზღვრამდე, აფაჰის საკონტროლო გამშვებ პუნქტამდე ტრანსპორტირება უზრუნველყო.
24 მძევლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს კატარიც, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების შუამავალია. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებულ ჯგუფს შორის 13 ისრაელელი, 10 ტაილანდელი და ერთი ფილიპინელია.
შეგახსენებთ, მანამდე ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ 12 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა.