წითელ ხიდზე და ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 61 773 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (ჯამში 444,37 გრამი) და ვერცხლის (4,18 გრამი) ნაკეთობები, ასევე ოქროს მონეტები გამოავლინეს.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ერთ შემთხვევაში სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში 27, 003 ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო მეორე შემთხვევაში, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“ ,- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.