წინასწარი შედეგების თანახმად, ვიქტორ ორბანის პარტიამ და მისმა მოკავშირეებმა ხმების 44.2 პროცენტით ევროპარლამენტში 11 ადგილი მოიპოვეს
წინასწარი შედეგების თანახმად, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ და მისმა მოკავშირეებმა ევროპარლამენტში 11 ადგილი მოიპოვეს ხმების 44.2%-ით. მეორე ადგილი პიტერ მაგიარის პარტია „ტიზამ“ დაიკავა ხმათა 30%-ით, რაც ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ დაგროვებულ ხმებს აღემატება.
მხარდამჭერებთან საუბრისას ორბანმა განაცხადა, რომ შედეგებმა აჩვენა, რომ უნგრეთის დემოკრატია ცოცხალია.
„საომარ სიტუაციაში და რთულ ბრძოლაში ჩვენ მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ“, – განუცხადა ორბანმა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ შედეგებმა დაადასტურა მისი მთავრობის პოლიტიკის კურსი.
მისმა ოპონენტმა, პიტერ მაგიარმა კი აღნიშნა, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი და „ის რაც მოხდა, არის პოლიტიკური მეწყერი“.