წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება, შესაძლოა, არც დეპუტატობის კანდიდატებს ჰქონდეთ
წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება, შესაძლოა, არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ჰქონდეთ.
შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებების თანახმად, ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების შემთხვევაშიც უქმდება.
ჯერ კიდევ მოქმედი „საარჩევნო კოდექსით“, დეპუტატობის მსურველ კანდიდატს ნარკოლოგიური შემოწმება მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ცესკო საარჩევნო რეგისტრაციაში არ გაატარებს.