წინასწარი მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23.3 პროცენტით გაიზარდა
2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 823.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 23.3 პროცენტით მეტია. საგარეო სავაჭრო ბრუნვის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 740.3 მლნ. აშშ დოლარი იყო, 28.4 პროცენტით მეტი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით; ხოლო იმპორტი 2 083.4 მლნ. აშშ დოლარი – 21.6 პროცენტით მეტი.
ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მარტში 1 343.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.6 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს სტატისტიკის სამსახური მიმდინარე წლის 19 აპრილს გამოაქვეყნებს.