წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა მოიპოვა, ხოლო წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში ლიდერობს
წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა მოიპოვა, ხოლო წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში ლიდერობს

აშშ-ის კონგრესის არჩევნების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა მოიპოვა.

არსებული მონაცემებით, რესპუბლიკელებს 100-წევრიან სენატში, სულ მცირე, 51 ადგილი აქვთ.

რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატის არჩევნებს, აქ ლიდერობენ რესპუბლიკელები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადანაწილდება 100-მდე ადგილი.

აქამდე სენატში უმრავლესობას დემოკრატები ფლობდნენ, 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში კი – რესპუბლიკელები.