„ბიბისი“ – ამ დროისთვის დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 279 ხმა აქვს

15:14, 06.11.2024

დონალდ ტრამპმა გამარჯვება კიდევ ორ შტატში – უისკონსინსა და ალასკაში მოიპოვა და ამ დროისთვის მას უკვე ამომრჩეველთა კოლეგიის 279 გარანტირებული ხმა აქვს, რაც მომდევნო ოთხი წლის ვადით თეთრი სახლის დასაკავებლად საკმარის მხარდაჭერას ნიშნავს.

აშშ-ის პრეზიდენტობისთვის აუცილებელი ამომრჩეველთა კოლეგიის, სულ მცირე, 270 ხმის მოპოვებაა.

აშშ-ში 5 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

დონალდ ტრამპს გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ.

მსგავსი