წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 11.8 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 463.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 001.3 მლნ აშშ დოლარი იყო – წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 11.9 პროცენტით ნაკლები, ხოლო იმპორტი 2 462.2 მლნ აშშ დოლარი – 11.8 პროცენტით ნაკლები.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსი კი, 2020 წლის იანვარ-აპრილში 1 460.8 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტს შეადგენს.