წინასწარი ინფორმაციით, თემქაზე აფეთქება ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია [ფოტო]
თბილისში, თემქაზე აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც საქართველოს პირველ არხს ადგილობრივებმა განუცხადეს, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
მათივე თქმით, ბინა ერთი თვის განმავლობაში დაკეტილი იყო და არავინ ცხოვრობდა.
აფეთქებამ გამოიწვია მეათე სართულზე კედლის ნგრევა, რის შედეგადაც დაზიანდა კორპუსთან გაჩერებული რამდენიმე მანქანა.