წინასწარი ინფორმაციით, თემქაზე აფეთქება ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია [ფოტო]

23:29, 12.07.2020

თბილისში, თემქაზე აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც საქართველოს პირველ არხს ადგილობრივებმა განუცხადეს, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

მათივე თქმით, ბინა ერთი თვის განმავლობაში დაკეტილი იყო და არავინ ცხოვრობდა.

აფეთქებამ გამოიწვია მეათე სართულზე კედლის ნგრევა, რის შედეგადაც დაზიანდა კორპუსთან გაჩერებული რამდენიმე მანქანა.

მსგავსი