წინასაახალწლო სამზადისის ფარგლებში, პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტა [ფოტო]
წინასაახალწლო სამზადისის ფარგლებში, პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტა [ფოტო]

წინასაახალწლო სამზადისის ფარგლებში, პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტა. მოედანზე საახალწლო სოფელი მოეწყობა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2019 წლის 8 იანვარს აღდგება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2019 წლის 8 იანვარს აღდგება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.