წესი-ურავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-4-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, დიდი მოცულობით კლდოვანი მასის ჩამოწოლის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.