წესი-ურავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

22:04, 23.01.2018

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე საათის წინ ჩამოწვა დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რამაც გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მსგავსი