შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-4-ე კმ-ზე ჩამოვიდა დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მიმოსვლა უმოკლეს ვადაში აღდგეს.