წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ამოქმედდა
წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ამოქმედდა

წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ამოქმედდა, რის შესახებაც ინფორმაციას კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე აცნობენ. მოსახლეობა სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტის და პრიორიტეტების განსაზღვრაში თავად მიიღებს მონაწილეობას. თითოეული სოფლისთვის ამ მიზნით 5 000-დან 10 000- ლარამდე თანხა გამოიყოფა. პროგრამის ფარგლებში პირველი შეხვედრა სიღნაღისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში გაიმართა. სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთში და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა მოსახლეობასთან კონსულტაციები გამართეს.

„სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან ანალოგიური საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონის ყველა სოფელში გაიმართება და მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთში ირაკლი ქადაგიშვილმა.