„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 40 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება

13:00, 03.06.2019

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 40 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

აღნიშნული პროგრამის თაობაზე საუბარია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პირველ წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2019 წელს განახლდა, რომელზეც დაგეგმილია 40 მილიონი ლარის ღირებულების 4 833 მცირებიუჯეტიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

მთავრობა განმარტავს, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის უშუალო ჩართულობით შეირჩა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია დეცენტრალიზაციის პროცესში.

მსგავსი