The Washington Post - მექსიკის საზღვარზე სამხედრო კონტინგენტის განლაგება აშშ-ს შესაძლოა, 200 მილიონი დოლარი დაუჯდეს
მექსიკის საზღვარზე სამხედრო კონტინგენტის განლაგება ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლოა, 200 მილიონი დოლარი დაუჯდეს. ამის შესახებ The Washington Post-ი ქვეყნის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.
დონალდ ტრამპის ოპერაცია, რომელიც აშშ-ისა და მექსიკის საზღვრის გამაგრებას ითვალისწინებს, წლის ბოლოს დასრულდება.
ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე უკვე იმყოფებიან ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები. მათი განლაგება სამხრეთ ნაწილში ჯერ კიდევ აპრილში განხორციელდა. ცოტა ხნის წინ კი, საზღვართან ახლოს არსებულ სან-ანტონიოს ბაზაზე სატვირთო თვითმფრინავებით სამხედრო ტექნიკა ჩაიტანეს.
ამერიკული გამოცემის ცნობით, ორი ქვეყნის საზღვარზე საერთო ჯამში 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე უნდა განთავსდეს. ეს კი, ავღანეთის მისიაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობას უტოლდება.