დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს მიგრანტების რაოდენობის ზრდაში ადანაშაულებს
დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს მიგრანტების რაოდენობის ზრდაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიგრანტების რაოდენობის ზრდაში ადანაშაულებს.

„ბაიდენის მიგრანტების დანაშაული“ – ახლა ეს ტრამპის წინასაარჩევნო გამოსვლებისთვის დამახასიათებელი ფრაზაა. „ბაიდენი ანადგურებს ჩვენს ქვეყანას. ეს აშშ-ის მიმართ ძალადობის ახალი ფორმაა”, – განაცხადა ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვართან, ქალაქ იგლ ფასში სიტყვით გამოსვლის დროს.

ტრამპის თქმით, ათასობით მიგრანტი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის იემენიდან, ირანიდან, კონგოდან და სხვა ქვეყნებიდან უკანონოდ კვეთს საზღვარს.

„მიგრანტები მოდიან ბევრი ისეთი ქვეყნიდან, რომლებიც არ არიან მეგობრული ჩვენთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.