აშშ-მექსიკის საზღვართან მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრიდან კუბის 62 მოქალაქე გაიქცა
აშშ-მექსიკის საზღვართან მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრიდან კუბის 62 მოქალაქე გაიქცა

აშშ-მექსიკის საზღვართან მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრიდან კუბის 62 მოქალაქე გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას მექსიკის მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტი აქვეყნებს.

გავრცელებული ცნობით, კუბელმა მიგრანტებმა ხანძარი გააჩინეს, რის შემდეგაც ცენტრის თანამშრომლებს დაესხნენ თავს და ტერიტორია დატოვეს.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. მექსიკის ხელისუფლება გაქცეული მიგრანტების ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობს.