აშშ-ის მთავრობა სამხრეთი საზღვრიდან შესული მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების წესებს ამკაცრებს
აშშ-ის მთავრობა სამხრეთი საზღვრიდან შესული მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების წესებს ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ქვეყანაში სამხრეთი საზღვრიდან შესული მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების წესებს ამკაცრებს. ამის შესახებ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოებისა და იუსტიციის დეპარტამენტების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. კერძოდ, აშშ-ი თავშესაფრის მინიჭებაზე უარს ეტყვის იმ მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ში მესამე ქვეყნებიდან მექსიკის გავლით ჩავიდნენ და სხვა ქვეყნებში თავშესაფარი არ მოითხოვეს.

გამონაკლისი იქნებიან ის უცხოელები, რომლებიც აშშ-ში იძულებით ჩავიდნენ, ან რომლებსაც მესამე ქვეყანაში თავშესაფარზე უარი განუცხადეს.

საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირებაა.

აშშ-ის მთავრობის ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში დაახლოებით 11 მილიონი არალეგალი მიგრანტი ცხოვრობს.