მექსიკის ხელისუფლებამ 791 არალეგალი მიგრანტი დააკავა

02:22, 17.06.2019

მექსიკის ხელისუფლებამ 791 არალეგალი მიგრანტი დააკავა. „როიტერის“ ინფორმაციით, მექსიკის ეროვნულმა გვარდიამ სამხრეთ საზღვარზე პატრულირება დაიწყო და ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა.

მექსიკის მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, არალეგალი მიგრანტები სატვირთო ავტომობილებით გადაჰყავდათ.

აშშ-ის პრეზიდენტის ზეწოლის შედეგად, მექსიკამ სამხრეთ საზღვარზე ეროვნული გვარდიის 6 000 ჯარისკაცის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ მექსიკა მიგრაციის შესაზღუდად პრაქტიკულ ნაბიჯებს არ გადადგამდა, დონალდ ტრამპი სანქციების დაწესებას გეგმავდა. მხარეებმა შეთანხმებას 7 ივნისს მიაღწიეს.

მექსიკის გავლით აშშ-ში შესვლას მიგრანტები ძირითადად ჰონდურასიდან, გვატემალიდან და სალვადორიდან ცდილობენ.

მსგავსი