მექსიკის ხელისუფლებამ 791 არალეგალი მიგრანტი დააკავა. „როიტერის“ ინფორმაციით, მექსიკის ეროვნულმა გვარდიამ სამხრეთ საზღვარზე პატრულირება დაიწყო და ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა.
მექსიკის მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, არალეგალი მიგრანტები სატვირთო ავტომობილებით გადაჰყავდათ.
აშშ-ის პრეზიდენტის ზეწოლის შედეგად, მექსიკამ სამხრეთ საზღვარზე ეროვნული გვარდიის 6 000 ჯარისკაცის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ მექსიკა მიგრაციის შესაზღუდად პრაქტიკულ ნაბიჯებს არ გადადგამდა, დონალდ ტრამპი სანქციების დაწესებას გეგმავდა. მხარეებმა შეთანხმებას 7 ივნისს მიაღწიეს.
მექსიკის გავლით აშშ-ში შესვლას მიგრანტები ძირითადად ჰონდურასიდან, გვატემალიდან და სალვადორიდან ცდილობენ.