წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი აზრი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისკენ იხრება
წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი აზრი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისკენ იხრება

წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი აზრი ახლა აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტისკენ იხრება. როგორც ნენსი პელოსიმ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, მას მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპმა უცხო ქვეყნის ლიდერთან საუბრისას აშშ-ის კონსტიტუცია დაარღვია და მან პასუხი უნდა აგოს. მისივე თქმით, იმპიჩმენტის პროცესის დაწყება აშშ-ის ისტორიაში „შავ ლაქად“ დარჩება.

შეგახსენებთ, რომ დემოკრატები ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს გაკეთებული განცხადებების გამო აპირებენ. მათი მტკიცებით, ტრამპმა უცხო ქვეყნის ლიდერს დახმარება სთხოვა, რითაც უფლებამოსილება, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, ბოროტად გამოიყენა.