Walt Disney-ს ანიმაციური ფილმების გახმოვანების კონკურსში ორმა კომპანიამ გაიმარჯვა
Walt Disney-ს ანიმაციური ფილმების გახმოვანებისა და სიმღერების ქართულენოვანი ვერსიების შესაქმნელად გამოცხადებული შერჩევის შედეგები ცნობილია.
Walt Disney-ს სიმღერების ქართულენოვან ვერსიებზე „ფონოგრაფი – პაატა გოძიაშვილი“ იმუშავებს, ხოლო ანიმაციურ ფილმებს სტუდია „ბრავო რექორდსი“ გაახმოვანებს.
საქართველოს პირველი არხის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია მედიაინდუსტრიისა და მასთან მომიჯნავე სფეროების განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ინვესტიციის განხორციელება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პირველმა არხმა გამოაცხადა წინადადებების მიღება ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიის The Walt Disney-ს ანიმაციური ფილმების გასახმოვანებლად და ამ ფილმებში გამოყენებული სიმღერების ქართულენოვანი ვერსიების შესაქმნელად.
Walt Disney-ს ანიმაციური ფილმების სიმღერების ქართულენოვანი ვერსიების შესაქმნელად შერჩევა 12 თებერვალს გამოცხადდა და მასში შვიდმა სტუდიამ მიიღო მონაწილეობა.
1. „ბრავო რექორდსი“
2. GIGAPRODUCTION
3. Go Studio
4. „ვინილ საუნდი“
5. „სანო სტუდიო“
6. სტუდია „ფონოგრაფი“
7. „ჩემი სტუდია“
შემდგომ ეტაპზე გადავიდა ოთხი კანდიდატი:
1. სტუდია „ფონოგრაფი“
2. „ბრავო რექორდსი“
3. GIGAPRODUCTION
4. „სანო სტუდიო“
აღნიშნული ოთხი კანდიდატიდან საბოლოოდ შეირჩა სტუდია „ფონოგრაფი“.
Walt Disney-ს ანიმაციური ფილმების გახმოვანებაზე/დუბლირებაზე შერჩევა 19 თებერვალს გამოცხადდა და ამ შემთხვევაშიც, შვიდმა სტუდიამ წარმოადგინა წინადადება.
1. „ბრავო რექორდსი“
2. Go Studio
3. „სანო სტუდიო“
4. სტუდია „ფონოგრაფი“
5. „ჩემი სტუდია“
6. GPB Dub
7. „სოლოსტუდიო“
შემდგომ ეტაპზე ორი კანდიდატი გადავიდა:
1. „ბრავო რექორდსი“
2. „სოლოსტუდიო“
აღნიშნული ორი კანდიდატიდან საბოლოოდ შეირჩა „ბრავო რექორდსი“.
შერჩევის შედეგად გამარჯვებულ ორ კომპანიასთან საზოგადოებრივი მაუწყებელი The Walt Disney-ს ანიმაციური ფილმებისა და მათში გამოყენებული სიმღერების ქართულ ენაზე გახმოვანების მიმართულებით ითანამშრომლებს.