განაცხადების მიღება დასრულებულია

საქართველოს პირველი არხი აცხადებს წინადადებების მიღებას Walt Disney-ს 22 ანიმაციური ფილმის გახმოვანებაზე

საქართველოს პირველი არხის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია მედიაინდუსტრიის და მასთან მომიჯნავე სფეროების განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ინვესტიციის განხორციელება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პირველი არხი აცხადებს წინადადებების მიღებას ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიის The Walt Disney-ს ანიმაციური ფილმების გახმოვანებაზე. თანამშრომლობის ფარგლებში, „დისნეის“ მოთხოვნის თანახმად, უნდა განხორციელდეს ყველა დროის საუკეთესო ანიმაციური ფილმების ქართულენოვანი მრავალხმიანი დუბლირება. ამასთან, მსახიობთა ხმები უნდა შეთანხმდეს თავად კომპანია „დისნეისთან“.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას:

პირველი არხის მხრიდან მოწოდებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • ორი გასახმოვანებელი ფრაგმენტი დაშლილი ხმებით;
  • შესაბამისი ორიგინალური ტექსტები;
  • გასახმოვანებელი 22 ანიმაციური ფილმის ნუსხა;
  • პროექტის ბიუჯეტირების შაბლონი;
  • წარმოების კალენდარული გეგმის შაბლონი.

დოკუმენტაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია  ამ მბულიდან

 

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

  • ინფორმაცია წინადადების წარმდგენი პირის შესახებ;
  • გახმოვანებული ფრაგმენტები;
  • მსახიობების სავარაუდო ნუსხა;
  • პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი;
  • ერთი ფილმის გახმოვანების კალენდარული გეგმა;
  • მთლიანი პროექტის განხორციელების კალენდარული გეგმა.

 

ვადები:

წინადადებები მიიღება 2021 წლის 19 თებერვლიდან ელექტრონული სახით მისამართზე [email protected]

დოკუმენტაციის გამოგზავნისას დანიშნულებაში მიუთითეთ – „ანიმაციების გახმოვანება“.

დამატებითი ინფორმაციისა და მასალების მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 46 05 46

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 10 მარტის ჩათვლით.

განხილვის პირველ  ეტაპზე მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალური განხილვისთვის. შერჩეულმა კანდიდატებმა სრული ბიუჯეტი უნდა წარმოადგინონ გასაუბრების ეტაპზე.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება არა უგვიანეს 2021 წლის 20 მარტისა.

დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, თქვენი წინადადება არ განიხილება.

დათქმა წარმოდგენილი მასალის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით:

წარმოდგენილი მასალები არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომი სხვა მესამე პირებისათვის.

წინადადების წარმდგენი/მისი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტები. 

წინადადების წარმდგენი/მისი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ წინამდებარე პროექტის ფარგლებში შექმნილი ნაწარმოები არის ორიგინალური და არ წარმოადგენს ამ სფეროში არსებული რომელიმე სხვა პროექტის ანალოგს ან/და პლაგიატს (შესაბამისად, არ არის გადამუშავებული, შედგენილი, რეპროდუცირებული ან/და “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით შექმნილი ნაწარმოები), ხოლო ადაპტაციის ან/და გადამუშავების შემთხვევაში, მიღებულია ავტორ(-ებ)ის შესაბამისი ნებართვა. გამომდინარე აქედან, კონკურსში მონაწილე ადასტურებს, რომ პასუხისმგებელია ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ რაიმე სახის პრეტენზიის ან/და სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში.

წინამდებარე განაცხადზე თანდართულ ტექსტზე/სხვა მასალაზე სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ავტომატურად არ წარმოეშვება რაიმე სახის უფლებები. წარმოდგენილი ტექსტის/სხვა მასალის საფუძველზე შექმნილ პროექტზე უფლებების წარმოშობა დამოკიდებულია დამატებითი შეთანხმების/ხელშეკრულების გაფორმებაზე.