The Wall Street Journal - ჩინეთმა აშშ-სთან სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა
ჩინეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა.
The Wall Street Journal-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ოფიციალურმა პეკინმა უკანასკნელ მომენტში, ორი დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტი გააუქმა. ამერიკული გამოცემის ცნობით, ჩინეთის გადაწვეტილება ოფიციალური ვაშინგტონის მიერ პეკინის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ ტარიფებს უკავშირდება. მხარეებს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების ახალ რაუნდი მომავალ კვირაში იყო დაგეგმილი.
The Wall Street Journal-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ სავაჭრო საკითხზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდის თარიღი მხარეებს ჯერ არ შეუთანხმებიათ, თუმცა ოფიციალური ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კონფლიქტის დარეგულირების გზებს ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები აუცილებლად მიაგნებენ.
18 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონელზე ახალი ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა. მათი ღირებულება საერთო ჯამში, 200 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ოფიციალურმა პეკინმა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას სარკისებურად უპასუხა.