წალკაში „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სოფელ წინწყაროში ადგილობრივების პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ „პირველების“ რეპორტიორ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე, დაზიანდა ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა.
როგორც „ტვ პირველში“ აცხადებენ, ადგილზე სიუჟეტის მოსამზადებლად მოსახლეობის თხოვნით ჩავიდნენ, თავდამსხმელი კი სოფლის გამგებლის ბიძაა.