სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ „TV პირველის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საქმეზე გამოძიება დაიწყეს

14:56, 24.06.2022

„TV პირველის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „TV პირველის“ თანამშრომლებისთვის – ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და მისი ოპერატორისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი