წალენჯიხაში უამინდობამ პრობლემები შექმნა. დიდთოვლობის გამო დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, მუშაობენ სპეციალური ჯგუფები და მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა. ასევე, ხარვეზებით მუშაობს ინტერნეტი, პრობლემურია სატელეფონო კავშირიც.
მერიის კეთილმოწყობის სამსახური ქარის მიერ მოგლეჯილი ხეებისგან ასუფთავებს ტერიტორიებს.
ცენტრალური გზა გახსნილია, ადგილზე მუშაობს ტექნიკა, იყრება მარილი.