წალენჯიხაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის სამმართველოს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული ს.გ. სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, წალენჯიხაში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფული მოიპარა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მოპარული თანხის ნაწილი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ფულის კუპიურების ქისა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.