წალენჯიხაში, მაზანდარას უბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის ადგილას ახალი ხიდი მოეწყო
წალენჯიხაში, მაზანდარას უბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის ადგილას ახალი ხიდი მოეწყო

წალენჯიხაში, მაზანდარას უბანში ბოლო სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი საავტომობილო ხიდის მოწყობა დასრულდა.

როგორც აღინიშნა, სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით განხორციელდა.

მაზანდარას უბანში გარესამყაროს მოწყვეტილ ათ ოჯახს საავტომობილო ხიდით სარგებლობა უკვე შეუძლია.

შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, დავით კუხალეიშვილი, დავით ვერავა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია.