მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) შეამცირებს დისკვალიფიკაციის ვადას მარიხუანასა და კოკაინის მოხმარებისთვის.
ირკვევა, რომ სპორტსმენი, რომელიც შემჩნეული იქნება ნარკოტიკების მოხმარებაში, სამთვიან დისკვალიფიკაციას მიიღებს, თუ დაამტკიცებს, რომ აკრძალულ პრეპარატებს არ იღებდა სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად. იმ შემთხვევაში თუ სპორტსმენი გაივლის სარეაბილიტაციო კურსს, მაშინ დისკვალიფიკაციის ვადა, შესაძლოა, ერთ თვემდე შემცირდეს, – იტყობინება Cycling weekly.
მეორეს მხრივ, კოკაინის ან მარიხუანას გამოყენება სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად, კვლავინდებურად, სერიოზული სანქციებით დაისჯება – ასეთ შემთხვევაში, სპორტსმენი იღებს ორწლიან დისკვალიფიკაციას.
ახალი წესი 2021 წლიდან შევა ძალაში.
დღევანდელი წესების თანახმად, WADA უკრძალავს სპორტსმენებს მარიხუანასა და კოკაინის გამოყენებას საშეჯიბრო პერიოდში. ამისთვის სასჯელი ოთხწლიან დისკვალიფიკაციას უტოლდება.