მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ სპორტის ის სახეობები დაასახელა, რომლებშიც რუსებმა წესები დაარღვიეს
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ სპორტის ის სახეობები დაასახელა, რომლებშიც რუსებმა წესები დაარღვიეს

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA), რომელმაც ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა რუსეთი მოსკოვის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში მანიპულაციებისთვის, თავის რეპორტში გამოაქვეყნა სპორტის სახეობები და სპორტსმენთა რაოდენობა, ვინც ანტისადოპინგო წესები დაარღვია.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ 41 ძალოსნის, ორი ტაეკვონდისტის, ერთი მოჭიდავის და ერთი კანოისტის საქმე გახსნა, იტყობინება ორგანიზაციის ოფიციალური გვერდი. ასევე განიხილება ორი რუსი ბიატლონისტის საქმე, რომელიც ინიცირებულია საერთაშორისო ბიატლონისტრა კავშირის მიერ.

ამის გარდა, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ სართაშორისო მძლეოსანთა ფედერაციების ასოციაციას ინფორმაცია 66 რუს სპორტსმენზეც მიაწოდა.

დატოვე კომენტარი