წაჩხურუს ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს [ფოტო-ვიდეო]
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა 15-კაციანი ჯგუფი წაჩხურუს მიმდებარე ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში იღებს მონაწილეობას. ჯგუფს მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია ხელმძღვანელობს.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს რთული რელიეფი ართულებს, ადგილზე ვერ ხერხდება სახანძრო მანქანების ასვლა.
წაჩხურუს მიმდებარე ტყეში ცეცხლი 15 ჰექტარზეა მოდებული. იწვის ტყის ქვედა საფარი. ადგილზე მობილიზებულია სენაკისა და მარტვილის 20 მეხანძრე მაშველი და ადგილობრივი მოსახლეობა. ხანძრის ლიკვიდაციას საღამოსთვის ვარაუდობენ. ხანძრის კერა დასახლებული ტერიტორიიდან საკმაოდ შორ მანძილზეა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.