წაჩხურის ტაძარში მიტროპოლიტ სტეფანეს განკვეთილი სასულიერო პირები შეძახილებით დახვდნენ
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის წაჩხურის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯაშვილი მთავარანგელოზთა ხსენების საზეიმო წირვას აღავლენს. სამონასტრო კომპლექსსა და ტაძარში საპატრიარქოს ჩოხოსნები იმყოფებიან.
მიტროპოლიტ სტეფანესა და ჩოხოსნების გამოჩენას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ განკვეთილი სასულიერო პირების და მრევლის ნაწილი ჩოხოსნებსა და მიტროპოლიტს საპროტესტო პლაკატებითა და შეძახილებით შეხვდნენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.