ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ერთ-ერთი თანამსაჯი „რეალის“ კარში გატანილ გოლს აღნიშნავს (ვიდეო)
მადრიდის „რეალი“ ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ აღნიშნავს ერთ-ერთი მსაჯი მათ კარში გატანილ გოლს. საუბარია მუნუერა მონტეროს შესახებ, რომელიც ვიდეოგამეორების კაბინაში სხვა თანამსაჯებთან ერთად ზის და, როდესაც „ეიბარს“ მადრიდელთა კარში გოლი გააქვს, სასიხარულო ჟესტით გამოხატავს ამას.
ჯერ-ჯერობით უცნობია, გახდება თუ არა ეს ვიდეო შესაბამისი გამოძიების საგანი და ემუქრება თუ არა რაიმე სანქცია მუნუერა მონტეროს.
შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს, „რეალ მადრიდსა“ და „რეალ სოსიედადს“ შორის მატჩში, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა, მონტერო უკვე მთავარი მსაჯის ფუნქციას ასრულებდა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 0-2 დასრულდა, თუმცა მასპინძელთა ფეხბურთელებისა და გულშემატკვრების აზრით, მუნუერა მონტერომ მიკერძოებულად იმსაჯა და ერთ მომენტში სტუმართა კარში აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.