ვოლოდიმირ ზელენსკისა და შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირის მაღალჩინოსანს მორიგი სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის ტრაგიკული შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ლიდერებმა დეტალურად განიხილეს მეზობელი ქვეყნების მიერ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის აკრძალვის საკითხიც.
ზელენსკიმ შეშფოთება გამოთქვა აღნიშნული გადაწყვეტილების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯები ასოცირების შეთანხმებისა და იმ ხელშეკრულებების უხეში დარღვევაა, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შარლ მიშელს სიტუაციიდან დაბალანსებული გამოსავლის პოვნა სთხოვა, რაც კონსტრუქციული გზების მოძიებას გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობისა და ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით.