ვოლოდიმირ ზელენსკისა და ანჯეი დუდას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს.
„ანჯეი დუდასთან, როგორც ყოველთვის, ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ვისაუბრეთ ვილნიუსში ნატო-ს სამიტის მოლოდინებზე. ჩვენ გვესმის ალიანსის გადამწყვეტი ნაბიჯების მნიშვნელობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით“, – წერს ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ასევე განიხილეს, რა საჭიროებები აქვს უკრაინას ფრონტის ხაზზე. ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა პოლონეთს ძლიერი მხარდაჭერისთვის.